Sunday, October 27, 2013

ტრენინგების მესამე დღე

ვიმუშავეთ პროექტის შაბლონზე.ვისწავლეთ, როგორ ავაგოთ პროექტი.გავეცანით მეორე მოდულის პირველ აქტივობას:როგორ შევარჩიოთ საპროექტო მიზნები სასწავლო სტანდარტების გათვალისწინებით,დავსვათ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი საკვანძო კითხვები ,შევქმენით ახალი საქაღალდე და შენახული მასალები გადავიტანეთ ინტერნეტში.მივიღეთ საშინაო დავალება.

Saturday, October 26, 2013

პროექტებით სწავლება--ტრენინგის მეორე დღე

ვისწავლეთ, როგორ მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას(მშობლებს, კოლეგებს...) საპროექტო იდეასთან დაკავშირებით,ანუ როგორ შევქმნათ ბროშურა(ბუკლეტი);
ბუკლეტისთვის დიზაინის შერჩევა და ბუკლეტის გაფორმება შეძლებისდაგვარად;
სტატიის დაგეგმვა და სურათებით გაფორმება.

Sunday, October 20, 2013

ტრენინგების პირველი დღე

გავეცანით 21-ე საუკუნის მოთხოვნებს ---რა შედეგებს უნდა ველოდოთ სწავლებისას. გავეცანით, ასევე, პროექტის  შაბლონს და კონკრეტულ ნიმუშს  ,,რომეო და ჯულიეტას'სახით.
 გავიხსენეთ ბლოგის შექმნა და შევქმენით ახალი ბლოგი,რომელზედაც დავდებთ  ტრენინგის დროს შექმნილ მასალებს.